ეხლანდელი მანქანები

ელექტრო მანქანების წარმოება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. იაგუარის ახალი მოდელი Jaguar C-X75


ავტომობილების მწარმობელი ბრიტანული კომპანია იაგუარი, რომელმაც თავისი საქმიანობა მოტოციკლის სამგზავრო ეტლის წარმოებით დაიწყო, უკვე 75 წლის ისტორიას ითვლის. დღეს კი, როგორც იცით იაგუარი ძვირად ღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ავტომობილების წარმოებით არის დაკავებული. ამ ღირშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად კომპანია წარმოგიდგენთ კონცეპტუალურ ელექტრო ავტომობილს Jaguar C-X75.
დღევანდელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვის ალტერნატიული ენერგიის გამოყენება დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც იყენებენ, როგორც საწვავზე ასევე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე ძრავას.
პირველი ჰიბრიდული მანქანა 1900 წელს ფერდინანდ პორშემ გამოიგონა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდე ამ ტექნოლოგიამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. პირველი ელექტრო მანქანა კი უფრო ადრე, მე-19 საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა. საწვავზე არსებული დაბალი ფასისა და ელექტრო ბატარიების არაეფექტურობის გამო, კომპანიები ელექტრო მანქანების წარმოებას სკეპტიკურად უყურებდნენ. დღეს სიტუაცია შეიცვალა. ბატარიების და ელექტრო ძრავების წარმოების ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა, საწვავზე ფასმა მოიმატა და ასევე მნიშვნელოვან საკითხად იქცა გარემოს დაცვა. რადგანაც ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა გაიზარდა, რამოდენიმე წამყვანმა საავტომობილო კომპანიამ გადაწყვიტა ელექტრო მანქანების წარმოება, მაგრამ ასეთი მანქანები, მიუხედავად იმისა, რომ ეკონიმიურია და გარემოს არ აბინძურებენ, გამავლობისა და სიმძლავრის თვალსაზრისით შეზღუდულია.
იაგურის ეს კონცეპტუალური მოდელი ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. ეს ავტომობილი აღჭურვილია 4 ელექტრო ძრავით. მას 330 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და მხოლოდ 3.4 წამი ჭირდება იმისათვის, რომ მისმა სიჩქარემ 100 კმ/სთ მიაღწიოს. მისი ელექტრო ბატარიის თიოთოეული დამუხტვა მას 110 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს.
ალბათ, ბუნებრივი კითხვა გაგიჩნდებათ “110 კმ შემდეგ რა უნდა ვქნათ?”. ეს პრობლემა მანქანის შემქმნელებმა მანქანის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებული მიკრო ტურბინებით მოაგვარეს, რომლებიც ბატარიების ნაგნმუხტვისთანავე ირთვებიან და მათი ენერგია მხოლოდ ბატარიების დამუხტვას ხმარდება, რასაც შედარებით მცირე საწვავი ჭირდება. მანქანის საწვავის ავზი 60 ლიტრ ბენზინს იტევს და მთლიანობაში ამ ტურბინებისა და ელექტრო ბატარიების ხარჯზე, სავსე ავზით მანქანას 900 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
ნოვაციური ტექნოლოგიის გარდა ამ ავტომობილის ღირსებას ასევე მისი დახვეწილი დიზაინი წარმოადგენს, რომელიც უფრო კარგად ქვემოთ ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ.

No comments:

Post a Comment

10 უმაგრესი ავტომობილი

მოგესალმებით  მანქანების ვებ გვერდზე