უკანასკნელი წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომრეწველობის სფეროს კოლოსალური ნაბიჯებით ანვითარებენ. ელექტრო ძალურ დანადგარებთან და ჭკვიან ავტოპილოტთან ერთად, ავტომშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ინოვაციებს კორპუსის მასალებშიც ნერგავენ.
იტალიურმა Lamborghini-მ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივად შემუშავებული მომავლის ავტომობილის კონცეპტუალური პროექტი წარმოადგინა. მანქანას, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში და ქაღალდზე დახატული ესკიზის სახით არსებობს, Terzo Millennio-ი უწოდეს, რაც იტალიურად „მესამე ათასწლეულს“ ნიშნავს. გამორჩეულ ფორმეთან ერთად, მოცემული ავტომობილის უნიკალურობა ნახშირპლასტიკისგან დამზადებულ „თვითგანკურნებად“ ძარაში მდგომარეობს.
ინჟინრების ჩანაფიქრით, მომავლის ავტომობილს ელეტრული ძალური დანადგარი ექნება. ყოველ ბორბალში ჩამონტაჟებული ელექტროძრავა, ენერგიას ძარას კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული „ინოვაციური სუპერკონდენსატორების“ კომპლექტიდან აიღებს. Terzo Millennio-ის პროექტის ავტორთა განმარტებით, თანამედროვე ნანოტექნოლოგიები ავტომობილის ძარის ერთი დიდი აკუმულატორის როლში გამოყენებასთან ერთად, მას რეგენერაციის ანუ „თვითაღდგენის“ საშუალებას მისცემს. ჭკვიანი სენსორები ნახშირპლასტიკის პანელებში მიკროსკოპულ ბზარებს და სხვა დეფექტებს ავტომატურად აღმოაჩენენ და „სამკურნალო ქიმიური ნივთიერებით“ შევსებული ნანომილაკებით მათ გამოასწორებენ.უკანასკნელი წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომრეწველობის სფეროს კოლოსალური ნაბიჯებით ანვითარებენ. ელექტრო ძალურ დანადგარებთან და ჭკვიან ავტოპილოტთან ერთად, ავტომშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ინოვაციებს კორპუსის მასალებშიც ნერგავენ.
იტალიურმა Lamborghini-მ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივად შემუშავებული მომავლის ავტომობილის კონცეპტუალური პროექტი წარმოადგინა. მანქანას, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში და ქაღალდზე დახატული ესკიზის სახით არსებობს, Terzo Millennio-ი უწოდეს, რაც იტალიურად „მესამე ათასწლეულს“ ნიშნავს. გამორჩეულ ფორმეთან ერთად, მოცემული ავტომობილის უნიკალურობა ნახშირპლასტიკისგან დამზადებულ „თვითგანკურნებად“ ძარაში მდგომარეობს.
ინჟინრების ჩანაფიქრით, მომავლის ავტომობილს ელეტრული ძალური დანადგარი ექნება. ყოველ ბორბალში ჩამონტაჟებული ელექტროძრავა, ენერგიას ძარას კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული „ინოვაციური სუპერკონდენსატორების“ კომპლექტიდან აიღებს. Terzo Millennio-ის პროექტის ავტორთა განმარტებით, თანამედროვე ნანოტექნოლოგიები ავტომობილის ძარის ერთი დიდი აკუმულატორის როლში გამოყენებასთან ერთად, მას რეგენერაციის ანუ „თვითაღდგენის“ საშუალებას მისცემს. ჭკვიანი სენსორები ნახშირპლასტიკის პანელებში მიკროსკოპულ ბზარებს და სხვა დეფექტებს ავტომატურად აღმოაჩენენ და „სამკურნალო ქიმიური ნივთიერებით“ შევსებული ნანომილაკებით მათ გამოასწორებენ.
No comments:
Post a Comment